დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.