დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. არსებული ინფორმაციით დღეს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდება. აქამდე პატრიარქს 38 175 ნათლული ჰყავდა. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დაახლოებით, 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება.