დღეს ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
სხდომა 18:00 საათზეა ჩაინიშნული, სხდომას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
უმრავლესობის სხდომის შესახებ 30 აგვისტოს კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხიც განიხილონ.