რუსთავქალაქობის ფარგლებში , რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ეთნოფესტივალი იმართება. ფესტივალი , სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს მასპინძლობს და მათთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი. ცენტრალურ პარკში , ციხის მიმდებარე ტერიოტორიაზე ქართული- ხალხური რეწვის ნიმუშები და ეროვნული სამოსია გამოფენილი. ღონისძიება დატვირთულია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებითაც. პროგრამა ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.
ღონისძიებაზე, მხარისა და ქალაქის პირველი პირები იმყოფებიან .
update : ეთნოფესტივალის ფარგლებში , ცენტრალურ პარკში ფალავნობა იმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 2006-2007 ასაკობრივ კატეგორიაში 40 სპორტსმენი იღებს.