საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.
სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.








