პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ეკა ბესელიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ბესელიას გამოკითხვა იმ განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს.









