ემზარ კვიციანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს

დაპირისპირება მოხდა პარლამენტის შენობასთან აქციაზე .„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა , დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა და დეპუტატი ,ემზარ კვიციანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო. მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.