ენერგოეფექტურობა ბაღებსა და სკოლებში-რუსთავის მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს

ენერგოეფექტურობის საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში-შეხვედრა მიმდინარეობს , რუსთავის მერიის საკონფერენციო სხდომათა დარბაზში.

დანიის საელჩოს წარმომადგენლები ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით , რუსთავის  სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

დღესვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,საელჩოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას შეხვდებიან და ქალაქში არსებულ 3 ენერგო ეფექტურ ბაღს დაათვალიერებენ.

 რუსთავის N6 , N40 N41 ბაღებში გათბობის და ცხელი წყლის სისტემები, მზის კოლექტორებთან კომბინაციაში, სავენტილაციო სისტემა, ელექტროტექნიკური სისტემა, ენერგოეფექტური ფანჯრები და კარები დამონტაჟდა .