„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება-ამის შესახევ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათვე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს 07:45-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, სტამბულის ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე,

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს და მარნეულის რაიონის სოფელბში მარაბდა, ბორბალო, ჯანდარი, ასურეთი, კიზილ-აჯლო და მიმდებარე სოფლებში;

ასევე, 9 სექტემბერს 06:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის, თბილისის, გოგი დოლიძის, მეგობრობის, ახმეტელის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მუხრანა, სავანეთ და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.