ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა

მარტვილში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფებიან და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ჯერ-ჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რა გახდა 19 ბაღის მოსწავლის მოწამვლის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.