ქობულეთში, ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, იდეის ავტორი, პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან ვეკუაა. აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბიჭებს ლურჯი, გოგონებს წითელი ყელსახვევი საჩუქრად დაახვედრა.
მასწავლებლის ინფორმაციით, წითელი და ლურჯი ხელსახვევები მოსწავლეებს გამორჩეულობის მიზნით გაუკეთა.
,,ლურჯი ყელსახვევი და ბორდოსფერი ყელსახვევი, საჩუქრად გაუკეთა დამრიგებელმა, ანუ მე”, — განაცხადა პედაგოგმა
წყარო: tv25