ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორივე მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არც ერთ მათგანს არ აღენიშნება, ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეების დასაკავებლად მუშაობს









