ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციიტ 112-ში მოქალაქეების მიერ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს, ორ პირს კი, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, კორპუსის დატოვებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაშავებული არავინ არის.
ადგილზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.