ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ზაქარია ქუცნაშვილის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამის დადგენილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
მან პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საჯაროდ განცხადება 21 ივნისს გააკეთა.