ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და ბრალს აღიარებს.
გავრცელებული ინფომაციით ძმები სოფელში მცხოვრების შვილის სასაფლაოზე იყვნენ , რა დროსაც გაუგებარი მიზეზის გამო ძმამ ძმა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი, მათივე ინფორმაციით დაკავებული აღიარებს ჩდენილ დანაშაულს .
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.