ზუგდიდში 42 წლის ქალს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა, ამის დანახვაზე 72 წლის მეზობელს გული გაუჩერდა

საკუთარ ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა ოჯახის დიასახლისს 42 წლის ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, დაიღუპა მისი მეზობელი, სოფელ ახალ კახათის მცხოვრები 72 წლის მამაკაციც. თვითმხილველების თქმით, ის მეზობლებთან ხმაურზე მივიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.

უბედური შემთხვევა 2019 წლის 22 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გულისხმობს.