თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.

ამასთან , უსაფრთოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.