თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ

თემქაზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, მათ ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.

გავრცელებული ინფრომაციით, სავარაუდოდ, ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.