ინციდენტი მე-5 საჯარო სკოლაში

ინციდენტი მოხდა მე-5 საჯარო სკოლაში . გავრცელებული ვერსიით, ერთ-ერთმა მოსწავლემ პედაგოგს ხელი ჰკრა და კიბიდან დააგორა. ტვ4 N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს , თამარ გოგაძეს დაუკავშირდა . გოგაძე ინციდენტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და მისთვის უცნობია, რა გახდა რეალურად პედაგოგის ფიზიკური დაზიანების მიზეზი .

შემთხვევის შედეგად, პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.