ისრაელში ახალი წელი დგება

დღეს, მზის ჩასვლის შემდეგ, ისრაელი ახალი წლის აღნიშვნას დაიწყებს. ებრაული კალენდრის მიხედვით, 5780 წელი დგება. ქვეყანაში, მომდევნო ორი დღე უქმეებია.

ოთხშაბათამდე დახურულია სახელმწიფო დაწესებულებები, არ მუშაობს საწარმოების უმეტესობა და სავაჭრო ცენტრები, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ისვენებენ სკოლები და უნივერსიტეტები.

ებრაული ახალი წელი – როშ-ა-შანა ებრაული კალენდრის თიშრის თვის პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება, რომელიც 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს დაემთხვა. როგორც წესი, ებრაელები ამ დღესასწაულს ოჯახურ გარემში აღნიშნავენ.