პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში,რუსთავში ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდების გადაღება გრძელდება.გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობს. ფილმის გადაღება რუსთავში 3 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, პროცესში მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვისაც შეზღუდულია. კერძოდ, დილის 06:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა ,უსაფრთხოების მიზნით, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის,ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის არ არის დაშვებული . Tv4-ის ინფორმაციით, გადაადგილება 20:00 საათიდან, მხოლოდ ქვეითებს შეუძლიათ.გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობს.