Update: კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსის მძღოლი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ექსკლუზიური ინფორმაცია tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოდანაშაულის გულისხმობს.
tv4 მძღოლის დაკავებასთან დაკავშირებით, კომპანია “ინტერტრანსს” დაუკავშირდა. კომპანიაში ადასტურებენ,რომ მძღოლი ნამდვილად მუშაობს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე. მათივე ინფორმაციით, დღეს მძღოლის სამუშაო დღე არ იყო,შესაბამისად მგზავრთა გადაყვანას არ ახორციელებდა. ,,ინტერტრანსის” ხელმძღვანელობა გამოძების დასრულებას ელოდება.
რუსთავში კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსის მძღოლის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია tv4-მა გაავრცელა. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. დაკავება ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.