მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი კერძო სახლის მეორე სართულიდან გუშინ ღამე გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.