საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს.
მამუკა ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო და თემატიკა უცნობია, თუმცა შესაძლოა, განცხადება ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.
მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს, თუმცა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, ვის შეეხება ცვლილება.







