მართმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 21 სექტემბერს მართმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღსასწულს ზეიმობს, დღესასწაულთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.