მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2 ფინალისტი ქვემო ქართლიდან შეირჩა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან 2 კანდიდატია წარდგენილი. ფინალისტად ნომინირებულთა შორისაა მარნეულის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ადამია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო-საქართველო“  მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

პროექტი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უჭერს მხარს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და  გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე ხდება. კონკურსი 5 ეტაპისგან შედგება. წელს ფინალისტებს შორის საუკეთესო მასწავლებელს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური კონსესუსის გზით შეარჩევს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა გახდა და მასწავლებლის გლობალური ჯილდოზე მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.