მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს (+ფოტო)

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. მათ, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თვითმხილველმა სააგენტოს ძაღლის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით აცნობა.

„მიუსაფარი ცხოველი თავს კარგად გრძნობს. მაშველები მის მიმკედლებელს დაუკავშირდნენ და ძაღლი თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს“, – განაცხადეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.