მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით სოფელ კოლაგში მცხოვრები მოზარდი მდინარეზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, ბიჭი სხვის დახმარებას ცდილობდა , რა დროსაც დინებამ წაიღო და დაიხრჩო.
ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები .
მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.