ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ დაადასტურეს.
ექიმების ინფორმაციით,გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.