მე-8 მიკრორაიონის მცხოვრებლები ბაგა-ბაღების გაერთიანების 34-ე ფილიალის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ფილიალი უკვე ოცი წელია დახურულია,რის გამოც მშობლებს ბავშვების მიყვანა, სხვა მიკრორაიონებში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში , საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უწევთ.
ადგილზე იმყოფება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ნინო იმედაშვილი. იმედაშვილმა მოსახლეობის პოზიცია მოისმინა. მისი ინფორმაციით, რუსთავის მერიამ 2019 წლის მარტში, ბაღის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. მოსახლეობამ ფილიალის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.








