თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა.
Update: მერიის ცნობით, მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა და მას მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ სამუშაოებთან კავშირი არ აქვს
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.