მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა.
ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.