მოსკოვში მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ე.წ. „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით,აქცია მხარს უჭერს „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტებს, რომლებიც გამოგონილ დანაშაულებზე არიან დაპატიმრებული.მათივე თქმით, აქცია იმ ადამიანების მხარდასაჭერად იმართება, ვინც სამართალდამცველთა მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის დევნისას დაზარალდა.
,,გამოვედით იმის გამოსახატად, რომ არ ვეთანხმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მოსამართლეებს გამოაქვთ“ – ნათქვამია ორგანიზატორების „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, შესაძლოა გაიმართოს მჯდომარე გაფიცვა და არასანქცირებული „გასეირნება“.