„ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” -ამ სახელწოდებით რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი მიმდინარეობს . შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან .
ტრენინგს ,,საქართველოს მედია კლუბი “ ატარებს . ტრენინგის ფარგლებში , მონაწილეები ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმირებაზე , თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმართველობების და მედიის თანამშრომლობის ფორმების შესახებ მიიღებენ.
ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ტარდება .