“მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში”-ტრენინგი რუსთავის მერიაში

„ადგილობრივი თვითმმართველობა  და მოქალაქეთა მონაწილეობა  ბიუჯეტირების პროცესში” -ამ სახელწოდებით  რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში  ტრენინგი  მიმდინარეობს . შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან .

ტრენინგს   ,,საქართველოს მედია კლუბი “ ატარებს . ტრენინგის ფარგლებში , მონაწილეები   ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმირებაზე   , თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა  და  ადგილობრივი თვითმართველობების  და მედიის თანამშრომლობის ფორმების შესახებ მიიღებენ.

ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს   დაკვეთით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების   მხარდაჭერით ტარდება  .