მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან დგანან, რომლებითაც დეპუტატები სარგებლობენ.
ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საყვირებითა და შეძახილებით „სირცხვილია“ და „მონებო“ ხვდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო დამნაშავეა და ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაინიშნოს.
პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.