მეხუთე საჯარო სკოლის მშობლები, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. ისინი ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვენ. მათი თქმით ,ბავშვის სკოლაში ყოფნა,მათი შვილებისთვის საფრთხის შემცველია.
დილიდან სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო,თუმცა ამ დროისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ტვ4-ის ჟურნალისტის ცნობით, საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეების მცირე რაოდენობა ესწრება.
ადგილზე ,,რესურსცენტრის” ხელმძღვანელი იმყოფებოდა,თუმცა მშობლები სამინისტროს წარმომადგენლის ჩამოსვლას მოითხოვენ.
ამ წუთებში მშობლები ჯგუფის შექმნაზე მსჯელობენ,რომელიც მოსწავლის გარიცხვის მოთხოვნით მოლაპარაკებების დაწყებას დირექციასთან აპირებენ.
update:
განათლების სამინისტრო ჩართულია საკითხის მოკვლევაში, მათი განცხადებით ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტის საჭიროება არ დგას. რაც შეეხება ბავშვის გარიცხვას, სამინისტრო ცალსახად არ განიხილავს აღნიშნულ საკითხს,თუმცა მშობლების მოთხოვნა და ყველა დეტალი უწყებისთვის ცნობილია.
როგორც უწყებაში აცხადებენ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.