ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა

სამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობბაზა არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში და არსებობდა მისი აფეთქების საშიშროება.
საგანგებო სიტუაციების მარვის სამსახურის ცნობით , არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.