„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტია დღეს პარლამენტში სხდომას დაესწრება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია დღეს პარლამენტში სხდომას დაესწრება, სადაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხი განიხილება.მისივე თქმით ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფრაქცია ბოიკოტს არ აცხადებს, ის არის, რომ მოხდეს წარუმატებელი მთავრობის მხილება.

„ჩვენ დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამხილოთ ეს წარუმატებელი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია წარუმატებელი ადამიანებით. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ნებისმიერი სფერო არის ჩავარდნილი. შუქიც რომ ანათებს, ელექტროენერგიის დაახლოებით 15% ქვეყანას შემოაქვს უცხოეთიდან, ანუ გავხდით სხვებზე დამოკიდებულ მაშინ, როდესც საქართველო იყო ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო, დიდძალი ვალუტა შემოდიოდა და ამყარებდა ლარს. გუშინ ძალიან სასაცილო განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, თურმე, იმ 9 წელიწადში იმიტომ იყო ლარი მყარი, რომ სესხებს იღებდნენო, არადა მაშინ საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იყო 25%“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.