პაკისტანში მიწისძვრას 37-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი, დაშავდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პაკისტანის მიერ კონტროლირებულ აზად-ქაშმირის რაიონში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მირპურიდან 3 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ქალაქ მირპურში დანგრეულია სახლები და გზები.
დასახლებულ პუნქტებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.