პარკში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის მოდერნირება იგეგმება

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სპორტულ- გამაჯანსაღებელი კუთხის მოდერნირება იგეგმება. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

 

ტენდერი 12 სექტემბერს გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია  კი 26 სექტემბერს უნდა გამოვლინდეს.

პროექტის  სავარაუდო ღირებულაბად 22 914 ლარია გათვალისწინებული.