პარლამენტის წინ აქცია 19:00-ზე განახლდება

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დროებით დასრულდა.

აქცია „სირცხვილიას” ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის შესასვლელებთან აქცია დასრულდა, თუმცა ტრადიციული აქცი, რომელსაც უკვე 2 თვეზე მეტია პარლამენტის წინ მიმდინარეობს, 19:00 საათზე კვლავ განახლდება.

აქტივისტების პროტესტი გიორგი გახარიას კანდიდატურის პრემიერის პოსტზე წარდგენამ გამოიწვია.