პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება, შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს მიეცემათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.
მიმდინარე კვირას მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.