პატრიარქი-არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა, შეგეწიოთ ღვთისმშობელი

ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილი და პარლამენტის წევრები.
შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა პატრიარქმა.