პოლიციამ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ბათუმში ორი პირი ავტომობილის ქურდობისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს და 1969 წელს დაბადებული პირები- ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობ . დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.