პოლიციამ ბათუმში 947 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

სამართალდამცველებმა ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ამოღებულია ჯამში 974 აბი ,,სუბოქსინი” .
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 684 აბი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 263 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.