პოლიციამ ქვემო ქართლში ჩლიქოსანი პირუტყვის ქურდობისა და ცხენის გატაცების ფაქტები გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ა.ი. ქურდობის, 1999 წელს დაბადებული ბ.ნ. და 2001 წელს დაბადებული გ.ნ. კი ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნაქურდალი და ნაძარცვი საქონელი მეპატრონეებს დაუბრუნა.
გამოძიება ქურდობის და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.