პრეზიდენტმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან გადააყენა

პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რატომ მიიღო ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება,არ ვრცელდება.

პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირინა შენგელიამ განაცხადა, რომ მოისწრაფიშვილი მხოლოდ სპიკერის პოსტიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ამ დროისთვის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.