პროდუქტები, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა, ლარის დევალვაცის პროცესი აისახა პროდუქტების ფასზე.

პროდუქტები რომელზეც აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68.3%-ით; საზამთრო – 61.4%-ით; ნიორი – 54.9%-ით; ხახვი – 44.3%-ით; ფორთოხალი – 41.9%-ით; მუზეუმის ბილეთი – 32.1%-ით; მსხალი 32.1%-ით; შაქარი – 31.5%-ით; ბადრიჯანი – 31.1%-ით ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 30.3%-ით.