რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა. რუსული მედიის ცნობით, ფულის ნაწილი პენსიებსა და ხელფასებს მოხმარდება, 500 მილიონი რუბლი კი საბანკო სისტემის გამყარებას მოხმარდება. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა განაცხადა.
ალექსეი დვინიანინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა მთლიანობაში დე ფაქტოს ხელისუფლებას 6 მილიარდამდე რუბლი გადაურიცხა.